რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრემლი: პუტინმა შოლცს უთხრა, რომ დასავლეთი უკრაინის მიმართ დესტრუქციულად იქცევა

ვლადიმირ პუტინი

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ უკრაინასთან მიმართებით გერმანიისა და დასავლეთის მიდგომა "დესტრუქციულია". ასევე, მან ბერლინს მიდგომის გადახედვისკენ მოუწოდა. 

"ყურადღება მიექცა დასავლური სახელმწიფოების, მათ შორის, გერმანიის დესტრუქციულ საქმიანობას, რომლებიც კიევის რეჟიმს იარაღით ტენიან და უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან. ამ ყველაფერს, ისევე როგორც უკრაინის საყოველთაო პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას, მივყავართ იმ ფაქტამდე, რომ კიევი ნებისმიერი მოლაპარაკების იდეას სრულიად უარყოფს". – ამბობენ კრემლში. 

კიევი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეტევას შეწყვეტს, ხოლო თავის ჯარებს უკრაინის მიწიდან გაიყვანს.

პუტინის თქმით, რუსეთის სარაკეტო შეტევები უკრაინის თავდასხმებზე, მათ შორის, ყირიმის ხიდზე, იძულებითი საპასუხო რეაქცია იყო. აგრეთვე, მან აღნიშნა, რომ Nord Stream გაზსადენზე "ტერორისტული" თავდასხმების გამოძიებაში რუსეთს მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს. 

კომენტარები