სახალხო დამცველის საქმიანობა არის ერთ-ერთი ყველაზე გამოწვევებით სავსე და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველი პასუხისმგებელია, დაიცვას საქართველოში ყველა მოქალაქის უფლება. ზოგჯერ ეს ნიშნავს, რომ მთავრობა ან სხვები არ არიან კმაყოფილნი მისი საქმიანობით, რადგან ის ადამიანის უფლებათა დასაცავად და იმ სისტემებისა და ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად, რომელსაც საქართველო საკუთარი დემოკრატიისთვის აშენებს, ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნება. ეს არ არის საქმე, რომლითაც ყველას გაახარებ. ეს არის საქმე, რომელიც წარმოუდგენელ გამბედაობას, სიმტკიცეს, დამოუკიდებლობასა და ერთგულებას მოითხოვს. აშშ ძალიან ამაყია, რომ ჰქონდა შესაძლებლობა მხარი დაეჭირა ნინო ლომჯარიასა და მისი შესანიშნავი, პროფესიონალი გუნდისთვის. დავეხმარეთ სახალხო დამცველის ოფისს, გაეუმჯობესებინა საკუთარი ინსტიტუტები და სისტემა, რათა უკეთ ეპასუხა საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებისთვის, უკეთ შეესრულებინა კონსტიტუციით მინიჭებული ვალდებულებები - დაეცვა ყველა ქართველის უფლება. ეს არის პრივილეგია, რომ აშშ-სთვის რომ ჰქონდეს შესაძლებლობა დაეხმაროს ოფისს, რომელიც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ყველა ქართველისთვის.
სახალხო დამცველი
დეგნანი სახალხო დამცველზე: იცავს ყველას უფლებას, რითიც მთავრობა ზოგჯერ უკმაყოფილო იქნება
tbl.ge/67al
დაკოპირდა

ამბობს საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი.
ამავე თემაზე
- ომბუდსმენი: წლიურ ანგარიშში განხილულია კანონში ცვლილებები, რაც ხელს უშლის უფლებების დაცვას
- დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი
- გახარია: ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი დაკავებულია, სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს
- ომბუდსმენი წალკას ეწვია, სადაც ბილინგვური სწავლება და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
- ომბუდსმენი: აუცილებელია დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო




