რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ უკრაინისთვის განკუთვნილი NASAMS-ების წარმოებისთვის $1.2-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

NASAMS-ის სისტემა

პენტაგონში გამოაცხადეს, რომ აშშ-ს არმიამ NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მწარმოებელთან, Raytheon Technologies-თან  $1.2 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

კონტრაქტის მიხედვით, უკრაინისთვის NASAMS-ის 6 სისტემა დამზადდება და წარმოების სავარაუდო თარიღად 2025 წლის ნოემბერი მიიჩნევა.

აშშ უკრაინას ჯამში NASAMS-ის 8 სისტემას გადასცემს. პირველი ორი სისტემა კიევმა ნოემბერში მიიღო. დანარჩენ სისტემებს უკრაინა წარმოების შესაბამისად მიიღებს. 

NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტებს 30 კილომეტრის რადიუსსა და 21 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ.

დასავლელმა პარტნიორებმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის მიწოდება მას შემდეგ დააჩქარეს, რაც 10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინაში მასშტაბური იერიშები მიიტანა, ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამ დღის შემდეგ, რუსეთს უკრაინის კრიტიკულ ობიექტებზე მასობრივი სარაკეტო იერიშები პერიოდულად მიაქვს.

კომენტარები