შალვა ხაჭაპურიძე

კობახიძე ხაჭაპურიძეზე: დავიჭერ ხელში რაღაცა "შპილკებს" და ვიტყვი, რომ მოსასმენი აპარატურაა

ასეთ აბსურდზე რა კომენტარი გავაკეთო, დავიჭერ მეც ხელში რაღაცა "შპილკებს" და  ვიტყვი, რომ ეს არის მოსასმენი აპარატურა. არ ვიცი, ასეთ სისულელეებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს.

ეს არის სულელური განცხადება და სულელურ განცხადებას არ შეიძლება უწოდო სკანდალური განცხადება. 

ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, რომელმაც თქვა, რომ მოსასმენი აპარატურა და სათვალთვალო კამერები სახლში და მანქანაში იპოვა.

კომენტარები