საქართველო-ევროკავშირი

ქადაგიშვილი: ეკლესია ულტრალიბერალური იდეოლოგიის ტყვეობაში მოქცეული ვერ იქნება

არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეკლესიის რეფორმირება, მისი დამორჩილება თუ დღეს გამეფებულ ულტრალიბერალური წესების თამაშში მოქცევა არის აუცილებელზე აუცილებელი პირობა, რათა საქართველომ პროგრესი განიცადოს და თუ გნებავთ,  საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს...

ძალიან უკვირთ, როდესაც ეკლესიის წარმომადგენელი იტყვის ხოლმე, რომ ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილად და თანმიმდევრულად  აგიტაცია და პროპაგანდა მიმდინარეობს.  მაგრამ ეს არის რეალობა და ეს არის ფაქტი.  თუ არა ეს სიმბიოზი, რაც ილია ჭავჭავაძემ ძალიან ნათლად ასახა - ენა მამული, სარწმუნოება - არ იქნებოდა არც საქართველო და არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა და არ იქნებოდა არც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს ლტოლვა ცივილიზებული საზოგადოებისკენ.

აი, ამის წინააღმდეგ ბრძოლა არის მათი მთავარი მიზანი. ეს ადამიანები თვლიან, რომ ეროვნული სახით არ შეიძლება საქართველო შევიდეს ევროკაშირში, ისევე როგორც მათი სულიერი წინამორბედები თვლიდნენ, რომ მხოლოდ ფორმით უნდა ყოფილიყო კულტურა და საქართველო ქართული, შინაარსით კი უნდა  ყოფილიყო სოციალისტური. ასე თვლიან დღეს ეს ადამიანები, რომ ეკლესია უნდა იყოს თანამედროვე, ულტრალიბერალური იდეოლოგიის ტყვეობაში მოქცეული. ვერ იქნება ასე იმიტომ, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ეს არის ის ერთი და განუყოფელი, რომლითაც საქართველო ცხოვრობდა, ცხოვრობს და მომავალშიც იცხოვრებს.

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტში. 

კომენტარები