სატრანსპორტო პოლიტიკა

კალაძე სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ვხედავთ, რა პრობლემებია, პულსზე გვიდევს ხელი

მინდა, ყველამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ ძალიან კარგად ვხედავთ, რა არის გამოწვევები, რა არის პრობლემები, შეიძლება ითქვას, რომ პულსზე გვიდევს ხელი. ძალიან კარგად მესმის, რომ გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს გადაადგილება, გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს, როდესაც ავტობუსი დროულად ვერ მოდის და ეს იწვევს შემდეგ ავტობუსების გადავსებას, ძალიან კარგად გვესმის ეს ყველაფერი, ვიცით, რა არის ამის მიზეზები და ვიცით ისიც, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხვალ ეს პრობლემა იყოს მოხსნილი და მოგვარებული. ცხადია, ყველაფერი ერთად ვერ გაკეთდება, არ გამოდის, ნახეთ, მხოლოდ ორი პროექტის განხორციელების პირობებში რა მდგომარეობა იყო ქალაქში, შესაბამისად, გვიწევს მუშაობა, რომ ეტაპობრივად გავაკეთოთ ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმისთვის, რომ ქალაქში გადაადგილება პრობლემას აღარ წარმოადგენდეს.

თბილისის მერი კახა კალაძე სატრანსპორტო პოლიტიკაზე.

კომენტარები