ენმ

მეგრელიშვილი: ენმ-ს თავმჯდომარეობა მეც მინდა, მართლა, თუმცა, დიდი ალბათობით, არ გამომივა

ვთავაზობ, ელემენტარული შანსი რომ მქონდეს ამ დისკუსიაში ჩართვის, მათ [ენმ-მ] რომ სერიოზულად შეხედონ ამ საკითხს, მე მართლა წარვსდგებოდი გეგმით, რა გეგმითაც, ჩემი აზრით, ეს პარტია იქნებოდა ბევრად უფრო ეფექტური, ძლიერი და ა.შ. [...] მეც მინდა [ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობა] მართლა მინდა...

დიდი ალბათობით, არ გამომივა, მე ამის იმედი კი არ მაქვს. მე რაღაც ვახსენე, მით უმეტეს, ჭიაბერაშვილი გამოჩნდა, კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც იმ წესებისგან განსხვავებული ბექგრაუნდი ჰქონდა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აცხადებდა. მე ვახსენე, თუმცა, არანაირი სერიოზული იმედი არ მაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა კარებს გახსნის და იქ ადამიანებს შეუშვებს.

თქვა გირჩის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

კომენტარები