დღეს არსებული გამოწვევებია: 13 პრობლემური კვანძი - ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას ქმნის. ეს იწვევს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობის ზრდას. ისინი შესაბამის ბრუნებს ვერ ასრულებენ. ტრანსპორტი საცობში არ უნდა იდგეს. ამისთვის საჭიროა ამ 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება და საავტობუსო ზოლების მოწყობის გაგრძელება; ავტობუსების მოცდის დროის კიდევ უფრო შემცირება 18-დან 8 წუთამდე - საშუალოდ მოცდის დრო 18 წუთია, თუმცა, არსებობს უბნები, სადაც ადამიანებს ლოდინი ნახევარი საათი ან 40 წუთი უწევთ; ასევე, გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით 30%-ით ნაკლებ დროში გადაადგილების შესაძლებლობის შექმნა. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი ავტობუსების დამატება და საავტობუსო ზოლების მოწყობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით - ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს და რაც შეიძლება ნაკლებმა გამოიყენოს კერძო ავტომობილი, განსაკუთრებით სამუშაო დღეებში.
tbl.ge/676g
დაკოპირდა

თქვა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე, სადაც სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგ ეტაპებზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- მხოლოდ თბილისში არ ხდება, ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც – კალაძე ქუჩების დატბორვაზე
- N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა, 6 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა - კალაძე
- მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
- ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
- 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ




