რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპის ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გააორმაგონ – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ
REUTERS

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს თქმით, ევროპის ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გააორმაგონ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ესტონეთი ეროვნული თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ს 3%-მდე გეგმავს

რეინსალუმ ამის შესახებ კიევში, ევროპის 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მოგზაურობის შემდეგ ისაუბრა. ვიზიტი მიზნად ისახავდა კიევის მხარდაჭერას, რომელიც რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგად გათიშულ ელექტროენერგიას ებრძვის. 

"ჩვენ გვსურს, ვნახოთ ევროპის ქვეყნების მიერ გაორმაგებული თავდაცვის ხარჯები. ესტონეთი აპირებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 3% თავდაცვაზე დახარჯოს". - თქვა მან.

რეინსალუს თქმით, ევროკავშირმა ასევე უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი.

"ევროკავშირმა ერთობლივი ძალებით უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის თავისი მშპ-ს დაახლოებით 0.2% გამოყო. მე დავდე პირობა, რომ თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს 1%-მდე გავზრდით, ეს ომის კურსის შეცვლაზე ფუნდამენტურ გავლენას იქონიებს". - აღნიშნა რეინსალუმ.

კომენტარები