რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დნიპროში ოკუპანტების თავდასხმას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა 13

Sergei Chuzavkov/SOPA Images/Sipa USA/Reuters

უკრაინაში, ქალაქ დნიპროში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 13 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო საკუთარ Telegram-ზე ავრცელებს.

"დნეპროში რუსების თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაშველებმა გარდაცვლილის ცხედარი რაკეტით განადგურებული საწყობის ნანგრევებიდან ახლახან ამოიღეს". - წერს რეზნიჩენკო.

რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დაშავებულები კვლავ საავადმყოფოში იმყოფებიან.

კომენტარები