სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლება

სიმსივნის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ათასობით ავსტრალიელი გაშიშვლდა

Reuters 

კანის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაახლოებით, 2 500 ადამიანი სიდნეის ბონდის სანაპიროზე გაშიშვლდა.

"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კანის შემოწმების შესახებ ცნობიერება ავამაღლოთ, რაც დიდი პატივია". – ამბობს სპენსერ ტუნიკი – ფოტოგრაფი, რომელმაც სანაპიროზე შეკრებილები გადაიღო. 

ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი, სპენსერ ტუნიკი შიშველი ხელოვნების ინსტალაციაზე საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს. ინსტალაციის მიზანია, ავსტრალიაში  სიმსივნის მეოთხე ყველაზე გავრცელებული ფორმის – მელანომის შესახებ აამაღლოს ცნობიერება. ფედერალური მთავრობის შეფასებით, წელს ავსტრალიაში კანის სიმსივნის 17 756 ახალი შემთხვევა გამოვლინდება, ხოლო 1 281 ავსტრალიელი ამ დაავადებას ემსხვერპლება.

კომენტარები