რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: რუსები როგორც დღევანდელი დანაშაულებისთვის, ისე ჰოლოდომორისთვის პასუხს აგებენ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, რუსეთი როგორც ამ ომისთვის, ასევე 1992-1993 წლების ჰოლოდომორისთვის პასუხს აგებს.

"რუსები ჰოლოდომორის ყველა მსხვერპლის სახელით, ისევე, როგორც დღევანდელი დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ". - თქვა ერმაკმა. 

უკრაინაში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ყოველ წელს, ნოემბრის მე-4 შაბათია მიჩნეული.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მოლდოვის, რუმინეთისა და ირლანდიის პარლამენტებმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარეს

მოლდოვის, რუმინეთისა და ირლანდიის გარდა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად კიდევ 19 ქვეყანას აქვს აღიარებული.

უკრაინაში მასობრივი შიმშილობა - ჰოლოდომორი 1932-33 წლებში იყო, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები