რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტზე მუშაობს

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობს. ამის შესახებ ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტისას ისაუბრა.

"ჩვენ ვმუშაობთ, რათა რუსეთს დავარტყათ იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა და მის მიერ ომის წამოების უნარი ბოლომდე ჩავახშოთ. შემიძლია დღეს უკვე დავაანონსო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მეცხრე პაკეტზე". – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მესამე კვარტალში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 4%-ით შემცირდა. ფედერალური სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ (როსტატი) გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, რომ დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთის ეკონომიკა რეცესიაშია

6 ოქტომბერს, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მე-8 პაკეტი დაამტკიცეს.

სანქციების ახალი პაკეტი გულისხმობს ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას დადგენილ ფასის ზღვრამდე, ფოლადის ნაწარმისა და პლასტმასისა და გარკვეული სახის ქიმიკატების იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას მოიცავს. ამასთან ერთად, რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ევროპული კრიპტო საფულეს გამოყენება.

ახალი პაკეტის მიხედვით, ევროპის კომპანიებს აეკრძალებათ რუსეთისთვის საკომპიუტერო ტექნოლოგიური და იურიდიული სამსახურის გაწევა, არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების შემუშავება.

კომენტარები