რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა ზამთარში მოსახლეობას თავშესაფარს ჰპირდება

უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობას ზამთარში გათბობით აღჭურვილ და წყლით უზრუნველყოფილ თავშესაფრებს ჰპირდება. ამასთან, მთავრობა მოსახლოებას მოუწოდებს, დაზოგონ ენერგია, რადგან რუსეთის თავდასხმებთან ერთად უკრაინაში მკაცრი ზამთარია მოსალოდნელი.

როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს ღამის ვიდეო მიმართვაში თქვა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნება სპეციალური “უძლეველი ცენტრები” , რომელმაც უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგია, გათბობა, წყალი, ინტერნეტი, მობილური ტელეფონის კავშირი და აფთიაქი უფასოდ მთელი დღის განმავლობაში. 

რუსეთის თავდასხმების გამო უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდება 10 მილიონამდე ადამიანს შეუწყდა. უკრაინის ელექტრო ქსელების ოპერატორის ცნობით, მსგავსი საფრთხე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ არსებობს.

“თუკი რუსული მასშტაბური დარტყმები კვლავ გამეორდება და ელექტრო მომარაგება საათობით შეწყდება, ”უძლეველი ცენტრები” ყველა საჭირო სამსახურთან ერთად იმოქმედებენ” - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, პრემიერმინისტრ დენის შმიგალის ინფორმაციით, უკრაინაში ყოველდღიურად 8 500-მდე ელექტრო გენერატორის კომპლექტი შემოდის. 

უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის შეტევები ბრძოლის ველზე მათ წარუმატებლობებს მოჰყვა. მათ ძალები ქალაქ ხერსონიდან მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ ნაწილში დახიეს. 

კომენტარები