დაპირისპირება ენმ-ში

ვოლსკი ენმ-ზე: შეიძლება, ეს პროცესი მახინჯად შევაფასოთ

არაფერი უცხო დემოკრატიისთვის არ არის, როდესაც დაპირისპირება თუნდაც მწვავეა, მაგრამ ამ ვითარებაში, როცა ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო მეტი დამანგრეველი რესურსის მატარებელია და ამ ყველაფრის უკან კონკრეტული ადამიანის ფინანსები დგას და სწორედ ეს ფინანსებია იმის განმსაზღვრელი, თუ პარტიის წევრები მხარს ვის დაუჭერენ, რასაკვირველია, შეიძლება, ეს პროცესი მახინჯად შევაფასოთ. არაფერზე საუბარი არ არის, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს ეხება, თუ როგორ უნდა განვითარდეს, როგორ დაიცვას თავი.

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს.

კომენტარები