დაპირისპირება ენმ-ში

დეკანოიძე: ენმ-ს თავმჯდომარე ალტერნატიული პრემიერმინისტრი უნდა იყოს – ფლობდეს უცხო ენებს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე უკვე ალტერნატიული პრემიერმინისტრი უნდა იყოს [...] უნდა იყოს რეგიონში ცნობილი ადამიანი, ფლობდეს რამდენიმე უცხოურ ენას. აგრეთვე, უნდა ჰქონდეს ძალიან მკაცრი, ჩამოყალიბებული სტრატეგია, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. ასევე, მათ შორის, მკაცრი სტრატეგია, როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას - არჩევნების გზით, როგორი იქნება ეს გზა. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება როგორ წარმოუდგენია, მაგალითად, 1 თვეში. სად გადის ეს თავისუფლების გზა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება როგორი უნდა იყოს და როგორი უნდა იყოს ალტერნატიული ეკონომიკური გეგმა. მგონი, ამ კრიტერიუმებს ოპოზიციაში ძალიან ცოტა ადამიანი აკმაყოფილებს [...] ახლა რაც ხდება, ეს პარტიას არ გააძლიერებს [...] ჩვენ ბევრი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი [...] თუ ენმ არჩევნების შემდეგ ასეთი არ იქნება და ეს პირველ რიგში ჩემი ბრალი იქნება, მე ამ პარტიაში ჩემ ადგილს ვეღარ ვხედავ.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ TV პირველთან საუბარში.

კომენტარები