აშშ-საქართველო

დეგნანი: აშშ NATO-ში საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია

აშშ არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი NATO-ში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თავდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობასთან, რათა გავზარდოთ საქართველოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა NATO-სთან. ეს არის ის, რასაც აშშ აკეთებს საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში. გასაკეთებელი უფრო მეტია და ეს ასახულია ხოლმე საქართველოს ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში, რომელსაც მთავრობა NATO-სთან კონსულტაციით ყოველწლიურად ამზადებს. 

რა თქმა უნდა, გასაკეთებელი მეტია და აშშ ყოველთვის ეძებს გზებს, რათა ითანამშრომლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, გაზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და მისი თავსებადობა NATO-სთან. წვრთნები, რომელსაც საქართველო ატარებს აშშ-სთან, NATO-სა და სხვა მოკავშირეებთან ერთად, ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. 

ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. 

კომენტარები