მიხეილ სააკაშვილის შეწყალება

ზურაბიშვილი სააკაშვილზე: არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს

არ მაქვს ამის შესაძლებლობა, არ მაქვს იმიტომ, რომ სასამართლო პროცესი დასრულებული არ არის. მას [სააკაშვილს] ჯერ კიდევ ასამართლებენ. საქართველოში კი კანონი ასეთია – შეწყალება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდება. თუმცა, ეს სხვა საკითხია. მე არაერთხელ მითქვამს თუ რატომ არ გამოვიყენებ არ გამოვიყენებ შეწყალების უფლებას, რადგან ეს იქნება დიდი პოლარიზაციის გამომწვევი. პრაქტიკულად, საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ გამოუცდია, თუ რას ნიშნავს მსგავსი ტიპის ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ უნდა გავხდე კიდევ უფრო ღრმა პოლარიზაციის ინსტრუმენტი. თუმცა, ამავდროულად, მე ვარ ქვეყნის მეთაური და არ მინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს ან მიიღოს გამოუსწორებელი დაზიანებები. ყურადღებით ვაკვირდები სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, ახლა მზადდება ახალი, საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში. ის 6 თვეზე მეტია საავადმყოფოში იმყოფება. მისი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება, სასამართლომ უნდა მიიღოს

ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმულ კითხვას BBC-ის გადაცემის Hard Talk-ის ეთერში.

კომენტარები