ქართული ოცნება

კობახიძე: დეპოლარიზაციის მთავარი გასაღები ნაციონალური მოძრაობის დასუსტებაა

რაც შეეხება დეპოლარიზაციას, დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება. ბუნებრივია, ოპოზიცია როდესაც მოქმედებს რადიკალური დღის წესრიგით, რადიკალური ფორმით თუ მეთოდით, ასეთ დროს შენც გიწევს პასუხის გაცემა. იმისათვის რომ მოხდეს დეპოლარიზაცია, საჭიროა ორივე მხარის მზაობა. ამისთვის მზაობა რომ არ არის, ეს უკვე გუშინ გამოჩნდა და ნუ, ეთიკის ზღვარს გაცდენილი გამოსვლები იყო, ტერმინოლოგია გამოყენებული მათი მხრიდან. ნუ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ჩვენ ოპტიმიზმის საშუალება არ გვექნება, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია რაღაცნაირად შეცვლის თავის რადიკალურ დღის წესრიგს. 

სინამდვილეში მთავარი გასაღები დეპოლარიზაციის კუთხით მდგომარეობს ნაციონალური მოძრაობის დასუსტებაში. დღეს ხედავთ, რომ ისინი, მაგალითად, გვპირდებოდნენ ცხელ შემოდგომას. მიილია შემოდგომა და მაინცდამაინც სითბოც არ ჩანდა პოლიტიკური კუთხით ამ შემოდგომაზე. რაც უფრო სუსტია ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო მეტი სიმშვიდეა, თუ დააკვირდებით - რომ გავყვეთ ქრონოლოგიურად.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები