აქცია ტაილანდში

ტაილანდის პოლიციამ პროტესტის დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენა

Reuters

ტაილანდში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენა. ისინი ბანგკოკში APEC-ის სამიტს აპროტესტებდნენ. პროტესტანტების დაშლის შესახებ ღონისძიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პოლიციელმა ისაუბრა.

პოლიციამ ძალა სამიტის ჩატარების ახლობლად გამოიყენა. სამიტს მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.

 მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ დემონსტრანტები ისვრიან ჭურვებს, თავს ესხმიან პოლიციას და ცდილობდნენ პოლიციის მანქანის გადაბრუნებას. პოლიცია კი ხელკეტებითა და ფარებით უწევს წინააღმდეგობას. 

ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტმა, რომელიც დემონსტრაციაზე იმყოფებოდა, საინფორმაციო სააგენტოს, Reuters-ს უთხრა, რომ პროტესტი ტაილანდის პრემიერმინისტრს, პრაიუტ ჩან-ოჩას წინააღმდეგაც იყო მიმართული.

პრაიუტი ხელისუფლებაში 2014 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა, ხოლო 2019 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ იგი თანამდებობაზე დარჩა. მიმდინარე წელს კი უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა.

კომენტარები