ჯიმ კერი

ჯიმ კერი: "საშინელი" ამბავია, რუსეთში აღარ მიშვებენ

ART News

14 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 100 კანადის მოქალაქეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსვლა აუკრძალა. "შავ სიაში" მოხვდნენ მსახიობი ჯიმ კერი და მწერალი მარგარეტ ეტვუდი.

აკრძალვას კანადელი მსახიობი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა. კერიმ პოსტით ეტვუდს მიმართა.

"დიახ მარგარეტ ეტვუდ, ვშიშობ საშინელება მოხდა. რუსეთში შესვლა აკვიგრძალეს... მაგრამ 100 კანადელის პრობლემები დღევანდელ შეშლილ სამყაროს არ ანაღვლებს. მაგრამ ჩვენ გვრჩება პარიზი". – წერს მსახიობი.

მხევლის წიგნის ავტორმა, მარგარეტ ეტვუდმა მსახიობს კომენტარით უპასუხა:

"არადა მოსკოვში უიქენდის გატარებას ვგეგმავდი. როგორც ჩანს კიევში მომიწევს დასვენება".

კომენტარები