ავტოსაგზაო შემთხვევა

გურამიშვილზე ავტობუსის მძღოლი, სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა და რამდენიმე მანქანას შეეჯახა

კადრი ვიდეოდან/რუსთავი 2

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტობუსი რამდენიმე მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ტაბულას ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლის შეუძლოდ გახდომამ გამოიწვია. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - მომხდარზე დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები