რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მილი: რუსეთი უკრაინაში დამარცხდა სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად

გენერალი მარკ მილი
AP/Olivier Matthys

აშშ-ს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, მარკ მილის თქმით, უკრაინელების მიზანი, ფიზიკურად გააძევონ რუსეთი უკრაინიდან სამხედრო გზით, ძალიან რთული ამოცანაა და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ვერ მოხდება. ამის შესახებ, მარკ მილმა უკრიანის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"უკრაინის სამხედრო გამარჯვების ალბათობა, რომელიც განისაზღვრება რუსების გაძევებით მთელი უკრაინიდან, მათ შორის ყირიმიდან, ალბათობა იმის, რომ ეს მალე მოხდეს, არ არის დიდი, სამხედრო თვალსაზრისით. პოლიტიკური თვალსაზრისით კი შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკური გამოსავალი, როდესაც რუსები პოლიტიკურად გადიან. რუსი სამხედროები ნამდვილად ცუდად არიან. მოლაპარაკების წარმოება კი სწორედ იმ დროს გინდა, როდესაც შენ ძლიერი ხარ, მოწინააღმდეგე კი სუსტი. და შესაძლებელია, იყოს პოლიტიკური გამოსავალი. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს". - თქვა მილიმ.

ამასთან, მარკ მილმა აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ახლადგათავისუფლებული ხერსონი და ხარკოვი კი ოკუპირებული ტერიტორიების მთლიან ფართობთან შედარებით საკმაოდ მცირეა.

გარდა ამისა, გენერლის თქმით, რუსეთმა წარუმატებლობა განიცადა უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახულ თითოეულ მიზანში.

"რუსები დამარცხდნენ ყოველ ჯერზე. ისინი დამარცხდნენ სტრატეგიულად, ისინი დამარცხდნენ ოპერატიულ დონეზე და ვიმეორებ, ისინი დამარცხდნენ ტაქტიკურად. მათ არ გამოუვიდათ არაფერი, რის მიღწევასაც ცდილობდნენ. მათი მიზნების სტრატეგიული გადახედვა, მათი უკანონო შემოჭრა, ყველაფერმა წარუმატებლობა განიცადა, თითოეულმა მათგანმა. დაახლოებით 900-მდე კილომეტრის ფრონტის გასწვრივ უკრაინელებმა წარმატებას მიაღწიეს ერთმანეთის მიყოლებით, ხოლო რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან". - თქვა მილმა.

კომენტარები