ილონ მასკი

მასკმა თანამშრომლებს ზეგანაკვეთურად მუშაობა ან სამსახურის დატოვება შესთავაზა – WASHINGTON POST

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

Washington Post-ის ინფორმაციით, ესლას აღმასრულებელმა დირექტორმა და Twitter-ის მფლობელმა, ილონ მასკმა თანამშრომლებს ზეგანაკვეთურად მუშაობა ან სამსახურის დატოვება შესთავაზა. მასკი ამბობს, რომ Twitter-თან დაკავშირებული მისი გეგმის სისრულეში მოყვანა დიდ ძალისხმევასა და რესურსებს მოითხოვს, ამიტომ, მიზნის მისაღწევად თანამშრომლებს დამატებითი საათებით მუშაობას სთხოვს

გამოცემის ცნობით, მასკმა 16 ნოემბერს დილით კომპანიაში დასაქმებულებს ელექტრონული შეტყობინება გაუგზავნა. მთელი დატვირთვით, ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის მზადყოფნის შემთხვევაში, მათ თანხმობის დასტური ღილაკზე დაჭერით უნდა გაგზავნონ. გადაწყვეტილების მისაღებად თანამშროლებს ერთი დღე აქვთ. 

Washington Post-ი წერს, რომ მასკის მოთხოვნის შემდგომ თანამშრომლებმა მასობრივად დაიწყეს სამუშაო პოსტების დატოვება. Twitter-ის შესყიდვისთანავე მასკმა 7 500-მდე დასაქმებული გაათავისუფლა, რაც გუნდის წევრების ნახევარი იყო. ახალი ულტიმატუმის წამოყენების შემდგომ კი სავარაუდოა, რომ დარჩენილი ნაწილიც დატოვებს სამსახურს. 

ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა სოციალური ქსელი Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება მარტში დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა. მასკმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლა კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, პარაგ აგრავალი და კიდევ ორი დირექტორი. შეთანხმების დასრულების შედეგად, მასკს მიეცა შესაძლებლობა, ჰქონდეს ერთპიროვნული კონტროლი პოლიტიკური სიტყვისა და სოციალური დისკურსის შექმნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ პლატფორმაზე. 

კომენტარები