როცა ამბობენ, რომ აი მანამდე ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებო. დიახ, მე პარტიის თავმჯდომარეობა არ მინდოდა და ეს განცხადება გავაკეთე. ოღონდ, როდესაც მე ნაციონალურ მოძრაობას წარმოვადგენ, აქ უამრავი ლიდერია და გუნდია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და მე პასუხისმგებლობას ვერ გავექცევი. ჩემმა თანამებრძოლებმა არჩევანი ჩემზე შეაჩერეს და ვინმეს ჰგონია, რომ მე რამეზე უკან დავიხევ და ვიტყვი, რომ ვაიმე, ახლა მე ეს არ შემიძლია-მეთქი? შემიძლია. მიწუნებენ, რომ თურმე ხაბეიშვილი გამოცდილი არ არისო. ენმ-ში იმდენი გამოცდილი და დაბრძენებული პოლიტიკოსია. პირდაპირ გეტყვით, ნაციონალური მოძრაობა არის ინტელექტუალური სამჭედლო. მეტიც, ამ პარტიასთან ახლოს არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ელჩები, დიპლომატები. ენმ-ში იმდენი ჭკვიანი ადამიანი და რესურსია, წარმოუდგენელია, რომ მე ეს არ გამოვიყენო, ჩვენ ეს არ გამოვიყენოთ. ხაბეიშვილი უნდა გამოიყენონ ადგილზე აქტიურობისთვის და იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შევძლოთ. მე მნახავთ ყველგან, სადაც არის ქართველი ხალხი, პრობლემა და უსამართლობა. უდიდესი გუნდი გვყავს და ყველა თავის საქმეს გააკეთებს. ჩემი საქმე კი არის რუსი ოლიგარქისა და მისი კრიმინალური ბანდის დემონტაჟი.
tbl.ge/66tb
დაკოპირდა
თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ფორმულასთან საუბარში. ხაბეიშვილმა 16 ნოემბერს პარტიის თავმჯდომარეობისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. იქამდე, ხაბეიშვილი ამბობდა, რომ ის ამ პოსტისთვის ბრძოლასა და საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებდა.
ამავე თემაზე
- გიორგი ონიანი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება
- კვიტაიშვილი: ვტოვებ ენმ-ს, ვუერთდები გვარამიას ახალგაზრდა იდეალისტების გუნდს
- ჩოხატაურის საკრებულოს სამმა წევრმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა და მელიას გუნდში გადავიდა
- წიკლაური: ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას
- ბეჟაშვილი: სააკაშვილმა კარგად შეაფასა ენმ-დან გასვლის ფაქტები, მან ეს ბოკერიას გზას შეადარა