აშშ-საქართველო

დონფრიდი: მოვუწოდებთ საქართველოს, გაატაროს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმები

ამერიკელი ხალხი დიდი ხანია სოლიდარობას გამოხატავს ქართველების სურვილის მიმართ, იყვნენ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ვმუშაობთ ევროატლანტიკური ქვეყნების ოჯახში საქართველოს სრულად ინტეგრირების შესახებ ჩვენს საერთო ხედვაზე. შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით, ათასობით ქართველი გაგზავნა შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის და ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი გაწვრთნა საქართველოს ტერიტორიის დასაცავად და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის. აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ ზრდას და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაატაროს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, კარენ დონფრიდმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტზე.

კომენტარები