ლევან ხაბეიშვილის დასახელება და მისი ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენაც ფორმალური ხასიათისაა, მაგრამ იმის განმაპირობებელი და კიდევ ერთი მტკიცებულებაა, თუ როგორ მიმდინარეობს შიდა დაპირისპირებები ამ პარტიაში. ნაციონალურ მოძრაობას არანაირი მომავალი არ აქვს, იმიტომ რომ ეს პარტია წარსულში დარჩა, ვერანაირად ვერ განვითარდა და დღითი დღე ენმ-ს მხარდამჭერებიც კი აკლდება.
tbl.ge/66ss
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გივი მიქანაძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე. 16 ნოემბერს ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინა პარტიის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. მის გარდა, ამის სურვილი ამ დროისთვის გამოთქვეს მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა, აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.
ამავე თემაზე
- გიორგი ონიანი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება
- კვიტაიშვილი: ვტოვებ ენმ-ს, ვუერთდები გვარამიას ახალგაზრდა იდეალისტების გუნდს
- ჩოხატაურის საკრებულოს სამმა წევრმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა და მელიას გუნდში გადავიდა
- წიკლაური: ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას
- ბეჟაშვილი: სააკაშვილმა კარგად შეაფასა ენმ-დან გასვლის ფაქტები, მან ეს ბოკერიას გზას შეადარა