ტოლერანტობის ქომაგი 2022

2022 წლის ტოლერანტობის ქომაგები დასახელდნენ

სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმა არსებულმა ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, სადაც 2022 წლის ტოლერანტობის სამი ქომაგი დასახელდა და დაჯილდოვდა.

ტოლერანტობის ქომაგები გახდნენ:

  • მეწარმე, საოჯახო სასტუმროს მფლობელი პანკისის ხეობაში ნაზი დაქიშვილი;
  • სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა;
  • გადაცემა დროებას ჟურნალისტი დავით თამაზაშვილი.

ღონისძიებაზე ასევე მოეწყო ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძის ნამუშევრების გამოფენა.

"სახალხო დამცველის აპარატი ტოლერანტობის ცენტრთან, რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოებთან ერთად ბოლო 16 წელია ინტენსიურად მუშაობს ქვეყანაში ტოლერანტობის კულტურის, რელიგიის თავისუფლების, თანასწორუფლებიანობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის დასანერგად, ყოველწიურად განიხილავს განაცხადებს, აწარმოებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას, მათ შორის, არაერთი სარჩელი წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში - პოზიტიური სისტემური ცვლილებების მისაღწევად; გამოწვევებსა და ტენდენციებს ყოველწლიურად ასახავს საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში". - წერს სახალხო დამცველის აპარატი.

კომენტარები