მიხეილ სააკაშვილი არ ჩარეულა [ენმ-ს] არც წინა არჩევნებზე, არც იმის წინა არჩევნებზე. თვითონ თუ დასჭირდება კონკრეტული კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თქვენთან, ჩვენთან - არ უჭირს მიშას, გააკეთებს ამას სოციალური ქსელის საშუალებით. არ ვიცი, კობა ნაყოფიას ინტერპრეტაციით, როგორ გავაკეთო დასკვნა. აქედან თუ შემიძლია რომ გამოვიტანო ჩემი შეხედულებები და დასკვნები, არის ის, რომ როგორც არ ერეოდა მიხეილ სააკაშვილი ასეთ შიდა პრაიმერულ პროცესებში, არ აპირებს არც ამ ჯერზე იმიტომ, რომ თუ ჩაერია, აზრს კარგავს. თუ ნეიტრალური არ იქნება სააკაშვილი, მთელი ეს პრაიმერისი და საარჩევნო პროცესი აზრს კარგავს. იმიტომ რომ ყველა, აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მეგობრების, მხარდამჭერების და პარტიის წევრები, გაიზიარებენ მის შეხედულებას. მაშინ, რაღა აზრი აქვს ამ კანდიდატებს და არჩევნებს. ამიტომაც ის გვერდზე დგება, როგორც წესი.
tbl.ge/66qy
დაკოპირდა

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი TV პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- შევქმნით "რეფორმატორთა საბჭოს", აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი
- თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია - ჟორჟოლიანი
- ხაბეიშვილი: გაუგებარია ალიანსში "შედი-გადი", იმიტომ გვჭირს, რომ არავინ ვიცით, რას ვაკეთებთ
- თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი
- "არც დავადასტურებ და არც უარვყოფ" – წითლიძე ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე




