რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა კიევის გარდა, კიდევ 8 ქალაქი დაბომბეს – რეგიონებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

უკრაინის დედაქალაქის, კიევის გარდა რუსებმა ოკუპანტებმა ასევე დაბომბეს  ხმელნიცკი, რივნე, ვოლინი, ლვოვი, ჟიტომირი, ვინიცა, დნეპროპეტროვსკი და ხარკოვის რეგიონები. 

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე ეს არის ყველაზე მასტაბური თავდასხმა ენერგეტიკულ სისტემაზე. 

"დღეს ისევ რუსეთი იწყებს ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმებს ენერგეტიკულ ობიექტებზე. ეს არის ენერგეტიკული სისტემის ყველაზე მასიური დაბომბვა ომის დაწყების შემდეგ". - თქვა ენერგეტიკის მინისტრმა 

თავდასხმის შედეგად ქვეყნის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გალუშჩენკოს თქმით, ამ თავდასხმამ შესაძლოა გავლენა იქონიოს არა მხოლოდ უკრაინის ენერგოსისტემაზე, არამედ ზოგიერთი მეზობელი ქვეყნაზეც. მინისტრი აღნიშნავს, რომ მტერი ცდილობს, ზამთრის მიჯნაზე მაქსიმალური ზიანი მიაყენოს უკრაინის ენერგოსისტემას.

"ყველას ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ კრიტიკულ სიტუაციას ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ენდონ ენერგეტიკოსებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს".- დასძინა მან.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა 85 რაკეტა ჩამოაგდეს. მისივე თქმით, მოსალოდნელია კიდევ 20 სარაკეტო დარტყმა. ზელენსკი ამბობს, რომ მტერი ენერგო ობიექტებს ბომბავს. 

კიევში ოკუპანტებმა 2 საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. მაშველებმა ნანგრევებში ერთი ცხედარი იპოვეს. 

კომენტარები