რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა კანადელ მსახიობ ჯიმ კერის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთმა კანადის 100 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მათ შორის, ქვეყნის მაღალჩინოსნებს, ბიზნესმენებს, მედიის წარმომადგენლებს და ა.შ. 

სამინისტროს ცნობით, რუსეთმა კანადის მოქალაქეებს სანქციები უკრაინის მხარდაჭერის გამო დაუწესა. 

სანქცირებულ პირებს შორის მოხვდნენ ჰოლივუდის მსახიობი ჯიმ ქერი, მწერალი მარგარეტ ეტვუდი, CBS-ის კორესპონდენტი მარგარეტ ევანსი, პუბლიცისტი მარია რევა და სხვები.

კომენტარები