თურქეთი

სტამბოლში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

სტამბოლში ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. სტამბოლის გუბერნატორის, ალი იერლიკაიას თქმით, ბევრი დაშავდა და არიან დაღუპულებიც.

ამჟამად რაიონში პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული. აფეთქების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. 

"ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით აუცილებელია ჩვენი პოლიციისა და ჯანდაცვის ჯგუფების დახმარება და თავი უნდა შეიკავოთ პოსტებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შიში და პანიკა. რაიონში ყველა შესაბამისი ჯგუფია მობილიზებული - ისინი სწორ ინფორმაციას მოგვაწვდიან". - წერს სტამბოლის მერი Twitter-ზე. 

 

კომენტარები