რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 12 წლის გოგო გააუპატიურეს

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი გაიდაის ინფორმაციით, ოკუპანტებმა 12 წლის გოგო გააუპატიურეს. ამის შესახებ გაიდაი Telegram-ზე წერს. 

"ისინი არიან მოძალადეები, მოძალადეები, მკვლელები რუსული ოკუპაცია ჯოჯოხეთია

რამდენს ვისწავლით როცა დავბრუნდებით...

რუსებმა კრემენაიაში 12 წლის გოგონა გააუპატიურეს

სანამ ზოგიერთი დამპყრობელი გარბის ხერსონიდან, სხვა რუსები დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონში აჩვენებენ თავიანთ "გმირობას" და ახალი ომის დანაშაულებს სჩადიან. ამჯერად ურჩხულებმა 12 წლის გოგონა გააუპატიურეს".- წერს გაიდაი.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოძალადეებმა ლუგანსკი ძალიან მალე დატოვონ "მხოლოდ ერთი მიმართულებით". გადარჩენილებმა კი კანონის წინაშე აგონ პასუხი. 

 

კომენტარები