ნოდარ ნათაძე

ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნოდარ ნათაძე
პირველი არხი

93 წლის ასაკში ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა. 

ნოდარ ნათაძე 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის  პარლამენტის წევრი იყო.

ასევე, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი 1991 წელს. 

1995 წლიდან საქართველოს ეროვნული სახალხო ფრონტის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ნოდარ ნათაძე მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იყო. 

კომენტარები