რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკოლაევში კორპუსის დაბომბვისას დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

Unian

ნიკოლაევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვისას დაღუპულ მოქალაქეთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Unian-ი აქვეყნებს.  

ოკუპანტებმა ნიკოლაევი 10 ნოემბერს, ღამით დაბომბეს. მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, 5-სართულიანი კორპუსის ყველა სართული განადგურდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, დაბომბვა ფრონტის ხაზზე უკრაინელების წარმატებაზე რუსეთის ცინიკური პასუხია.  

"ტერორისტული სახელმწიფოს ცინიკური პასუხი ფრონტის ხაზზე ჩვენს წარმატებაზე. [დაბომბეს] 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი - შენობა 1-დან მე-5 სართულამდე დანგრეულია. სამწუხაროდ, გვყავს დაღუპულები და დაშავებულები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.  

რუსეთი კვლავ აგრძელებს საკუთარ საშინელ ტაქტიკას, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. ოკუპანტები პასუხს აგებენ უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილ თითოეულ დანაშაულზე". - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

 

კომენტარები