რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ნიკოლაევში კორპუსი დაბომბეს – 2 მოქალაქე დაიღუპა, 2 დაშავდა

Unian

ოკუპანტებმა ნიკოლაევში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, დაბომბვა ფრონტის ხაზზე უკრაინელების წარმატებაზე რუსეთის ცინიკური პასუხია.  

"ტერორისტული სახელმწიფოს ცინიკური პასუხი ფრონტის ხაზზე ჩვენს წარმატებაზე. [დაბომბეს] 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი - შენობა 1-დან მე-5 სართულამდე დანგრეულია. სამწუხაროდ, გვყავს დაღუპულები და დაშავებულები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.  

რუსეთი კვლავ აგრძელებს საკუთარ საშინელ ტაქტიკას, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. ოკუპანტები პასუხს აგებენ უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილ თითოეულ დანაშაულზე". - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

კომენტარები