2 ივლისის ღამის საათებში რუსეთი უკრაინის დედაქალაქს რაკეტებითა და დრონებით დაესხა თავს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა გაფრთხილება, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური იერიშისთვის ემზადებოდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიხედვით, შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. სამსახურის ცნობით, კიევის მასშტაბით რამდენიმე ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მათ შორის, ნაწილობრივ ჩამონგრეულ მრავალსართულიანი საცხოვრებელ შენობაშიც.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, კიევზე თავდასხმის დროს რუსეთმა ათეულობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.
Kyiv Independet-ის ცნობით, რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი შენობები, დაზიანდა ცენტრალურ კიევში მდებარე სასტუმრო და მრავალსართულიან შენობებში გაჩნდა ხანძრები. კიევის ყველა რაიონის მასშტაბით ადგილობრივი დროით 7:00 საათზე დაზიანებული იყო 30-ზე მეტი ადგილი.


![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)

