რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასის დაფიქსირებაზე შეთანხმდნენ

დიდი შვიდეული და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე შეთანხმდნენ, მცურავი ფასების სისტემის გამოყენების გარეშე. აღნიშნული შეზღუდვა ევროკავშირის მე-8 პაკეტთან ერთად ძალაში 5 დეკემბერს შევა

მცურავი ფასების სისტემის დროს ფასი დამოუკიდებულია რამდენიმე ცვლადზე, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთზე, სავალუტო კურსზე, აქტივების ფასებზე. 

"კოალიცია შეთანხმდა, რომ ფასის ლიმიტი იქნება ფიქსირებული, რომელიც რეგულარულად გადაიხედება, ნაცვლად ინდექსზე ფასდაკლებისა. ამ გზით გაიზრდება ბაზრის სტაბილურობა და შემცირდება ტვირთი ბაზრის მონაწილეებზე". - თქვა ერთ-ერთმა წყარომ Reuters-თან. 

წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველი ფასი ჯერჯერობით უცნობია და უახლოეს კვირებში დადგინება. ასევე, წყაროს განმარტებით, ფასის, როგორც ფასდაკლების მიმაგრება რაიმე ინდექსზე, ძალიან დიდ ცვალებადობას და ფასების პოტენციურ რყევებს გამოიწვევდა. 

კერძოდ, კოალიცია თვლის, რომ Brent-ის მარკის ნავთობის საერთაშორისო ნიშნულზე დაბლა მცურავ ფასს შეუძლია, ვლადიმირ პუტინს მიწოდების შემცირებით მანიპულაციის საშუალება მისცეს. პუტინს მცურავი ფასების სისტემით სარგებლობა შეეძლება, რადგან თუ Brent-ის ფასი გაიზრდება, რომლის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელიც რუსეთია, შესაბამისად, რუსული ნავთობის ფასიც გაიზრდება.

წყაროს თქმით, შეთანხმებული ფიქსირებული ფასების სისტემის მინუსი არის ის, რომ რეგულარური განხილვებისთვის კოალიციისა და ბიუროკრატიის უფრო მეტი და ინტენსიური ჩართულობა იქნება საჭირო.

კომენტარები