დაპირისპირება ენმ-ში

სარჯველაძე: ნაციონალურ მოძრაობაში შიგნით პროცესები არის მთლიანად დამპალი

ნაციონალურ მოძრაობაში დიდი ხნის განმავლობაში ფასადს ხელუხლებლად ინარჩუნებდნენ, რომ თითქოს ეს სტაბილური და ძლიერი პოლიტიკური გუნდია. სტაბილური იმიტომ, რომ რეალურად, მათ ტურბულენტურ ზონაში შესვლა არ ემუქრებათ. დიდი ხანია, საუბარი მიდის იმაზე, რომ ამ პარტიის შიგნით ყველაფერი მთლად წესრიგში ვერ არის. ამას საგულდაგულოდ მალავდნენ, მაგრამ, როგორც იტყვიან - შუბი ხალთაში არ დაიმალებაო. დაახლოებით ასეთი რაღაც დაემართათ. რაღაც მომენტში ის ბზარები გაჩნდა, რომელმაც ძალიან კარგად წარმოაჩინა, რომ შიგნით პროცესები არის მთლიანად დამპალი. ოღონდ, ამ სიტყვას შეურაცხყოფისთვის არ ვამბობ. უბრალოდ, ფაქტია, რომ ჯანმრთელი და ჯანსაღი აღარ არის ის ქსოვილები, რომლისგანაც ნაციონალური მოძრაობა უნდა შედგებოდეს. ამაზე საუბარი არ დაგვიწყია არც ნონა მამულაშვილის, არც ნიკა ობოლაძის გადაწყვეტილების შემდეგ. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ TV იმედის ეთერში. გუშინ, 3 ნოემბერს ნონა მამულაშვილმა პარლამენტი და ენმ დატოვა. იქამდე კი, 20 ოქტომბერს, ენმ-დან ნიკა ობოლაძეც წავიდა.

კომენტარები