აშშ-რუსეთი

სირიასთან, რუსეთის ბაზასთან ახლოს აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავმა პენისი გამოსახა

POLITICO-ს მიერ Flightradar24-ის მონაცემების ანალიზი
Flightradar24 

აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავის KC-135-ის ეკიპაჟმა სირიაში, რუსეთის ბაზის მახლობლად, ხმელთაშუა ზღვის თავზე პენისი გამოსახა. Politico ამის შესახებ ინფორმაციას Flightradar24-ის მონაცემებსა და იტალიურ გამოცემა La Repubblica-ზე დაყრდნობით ავრცელებს

ხმელთაშუა ზღვაში აშშ-სა და რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალებს შორის დაძაბულობა ჯერ კიდევ თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. კერძოდ 16 თებერვალს, როდესაც რუსული სამხედრო თვითმფრინავი აშშ-ს სამ საზღვაო თვითმფრინავს ნორმაზე მეტად მიუახლოვდა

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის მსგავსი ქმედება იშვიათი არ არის, უკრაინაში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, რუსეთის ქმედებამ პენტაგონის მძაფრი შეშფოთება გამოიწვია. 

"მიუხედავად იმისა, რომ არავინ დაშავებულა, მსგავსი ქმედებები არასწორ გათვლებსა და შეცდომებს გამოიწვევს, რაც უფრო სახიფათო შედეგებამდე მიგვიყვანს". - თქვა პენტაგონის სპიკერმა, მაიკ კაფკამ. 

კომენტარები