ძველ თბილისში ხარფუხის ქუჩაზე სამსართულიანი სახლი ჩამოინგრა.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურისა და გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებიან.