რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: 252 დღის წინ კრემლი უსაფრთხოების გარანტიას აშშ-სგან ითხოვდა, დღეს კი ჩვენგან ითხოვს

დღეს კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ჩვენ მათ განცხადებებზე უნდა დავფიქრდეთ. 

252 დღის წინ რუსეთი უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-სგან ითხოვდა. რუსეთის ე.წ. სპეციალური ოპერაციიდან 8 თვის გასვლის შემდეგ კრემლი უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისგან ითხოვს. 

ეს გასაოცარი ცვლილებებია და ორ რამეს აჩვენებს - რუსული აგრესიის მარცხსა და იმას, თუ როგორი ძლიერები ვართ ჩვენ, როდესაც ვერთიანდებით. მილიონობით უკრაინელი ქალი და კაცი, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან და მილიონობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო, რომელიც რუსული ტერორის წინააღმდეგ გვეხმარება.  

ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ ტერორისტული სახელმწიფოს მარცხსა და ტერორის დასჯას. ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ მთელი უკრაინა არის და იქნება თავისუფალი. 

მარადიული დიდება ჩვენს გმირებს! მარადიული ხსოვნა მათ, ვინც უკრაინისთვის სიცოცხლე გასწირა! დიდება უკრაინას!

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. გუშინ, 2 ნოემბერს რუსეთი მარცვლეული შეთანხმებას დაუბრუნდა - თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინისგან მიიღეს გარანტიები, რომ ჰუმანიტარული დერეფანი მხოლოდ შეთანხმების შესაბამისად იქნება გამოყენებული. 

კომენტარები