რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას

მარცვლეულის ჩატვირთვა ოდესის პორტში, 2021 წელი
Elena Larina/Shutterstock

NATO რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლოს გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, კვლავ შეძლოს მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით.

"პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება და დაასრულოს გაუმართლებელი ომი უკრაინაში". - თქვა NATO-ს სპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ. 

გუშინ, 29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ტოვებს. 

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

კომენტარები