რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება მარცვლეულზე: მოვუწოდებ სახელმწიფოებს, მოსთხოვონ რუსეთს შიმშილის თამაშების შეწყვეტა

REUTERS / Murad Sezer

"მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთს შიმშილის თამაშების შეწყვეტა და ვალდებულებების აღსრულება" – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქემთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლას.

"ჩვენ გაფრთხილებდით რუსეთის გეგმაზე შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განადგურების შესახებ. ახლა მოსკოვი ცრუ საბაბს იყენებს, რათა ჩაკეტოს მარცვლეულის დერეფანი, რომელიც მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს". – წერს კულება.

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადებაა გაავრცელა, რომლის თანახმადაც მათ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება დატოვეს. რუსეთის თავდაცვის უწყება მიზეზად სევასტოპოლში მომხდარ "ტერაქტებს" ასახელებს, რომლის მოწყობაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმა, რომლის შედეგადაც მათი რამდენიმე ხომალდი განადგურდა, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებითა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით მოხდა. უკრაინა და დიდი ბრიტანეთის რუსეთის ბრალდებებს უარყოფენ.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს.

კომენტარები