საქართველო-უნგრეთი

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

"კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს".- აღნიშნავს საქართველოს მთავრობა. 

 

კომენტარები