რუსეთი

რუსული მედია: ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა

ქსენია სობჩაკი
ქსენია სობჩაკი

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტმა და მსახიობმა, ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა. 

TASS-ი ინფორმაციით, სობჩაკი ლიტვაში ბელარუსის გავლით ჩავიდა. 

"მან მოსკოვი გვიან ღამით [სამშაბათს] დატოვა. პარალელურად, გუშინ ინტერნეტით იყიდა ავიაბილეთები დუბაიში, დღეს კი თურქეთში. მან ეს გააკეთა სამართალდამცავების დასაბნევად. შედეგად, იგი ლიტვაში შევიდა ბელორუსის გავლით". - თქვა წყარომ TASS-თან. 

მათივე ცნობით, გამომძიებლებს ხელში ჰქონდათ გადაწყვეტილება სობჩაკის დაკავების შესახებ, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია მოსკოვის გარეუბანში, სობჩაკის აგარაკის ჩხრეკის შესახებ მისი კომერციული დირექტორის კირილ სუხანოვის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე. სამართალდამცავმა უწყებებმა ასევე განაცხადეს, რომ ოთხშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა, მოსკოვის ტვერსკოის სასამართლოს სობჩაკისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის მოთხოვნით მიმართა. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში სამართალდამცავმა უწყებებმა მედიაჰოლდინგ Caution Media-ს კომერციული დირექტორი კირილ სუხანოვი დააკავეს. რია ნოვოსტის ცნობით, ის არის ბრალდებული თანამდებობის პირებისა და ბიზნესმენებისგან Telegram-ის არხებით გამოძალვის საქმეზე.

კომენტარები