რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ლუგანსკის სამი და დონეცკის ერთი დასახლება რუსული ჯარისგან გავათავისუფლეთ

უკრაინელი სამხედროები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დროშას აფრიალებენ
 Arsen Petrov via Twitter

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის სამი და დონეცკის ოლქის ერთი დასახლება რუსული ჯარებისგან გაათავისუფლეს.

"წარმატებული მოქმედებების წყალობით, ჩვენმა ჯარმა მტერი გააძევა ლუგანსკის ოლქის კარმაზინივკას, მიასოჟარივკასა და ნევსკის დასახლებებიდან, ასევე დონეცკის ოლქში, ნოვოსადოვიდან". – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

5 ოქტომბერს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ლუგანსკის ოლქის დეოკუპაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 11 ოქტომბერს გაიდამ ასევე თქვა, რომ უკრაინის არმიის წინსვლა ლუგანსკის რეგიონში კვლავ გაგრძელდება, თუმცა არა იმდენად სწრაფად, როგორც ეს ხარკოვის ოლქში მოხდა.

ამჟამად დონეცკის ოლქის 40 დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია.

კომენტარები