დიდი ბრიტანეთი

რიში სუნაკი ადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის იბრძოლებს

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა დაადასტურა, რომ აპირებს ლიზ თრასი პრემიერმინისტრის პოსტზე შეცვალოს.

"დიდი ბრიტანეთი შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ახლა ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირისპირ ვდგავართ. ამიტომ მე მზად ვარ, გავხდე კონსერვატიული პარტიის ლიდერი და თქვენი მომავალი პრემიერმინისტრი". - წერს იგი Twitter-ზე.

სუნაკი ბორის ჯონსონის შემცველელის შერჩევისას ლიზ თრასთან ბრძოლაში დაამარცხა. 

მანამდედაც, სანამ თავის კანდიდატურას წარადგენდა სუნაკი ბევრად უსწრებდა თავის კონკურენტებს. ბოლო მონაცემებით, მას მხარს მინიმუმ 129 კონსერვატორი დეპუტატი უჭერს. საჯარო მხარდაჭერას 55 დეპუტატი ბორის ჯონსონს უცხადებს, 23 კი პენი მორდონტს. 

კანდიდატს ნომინირებისთვის სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. სულ 357 კონსერვატორი დეპუტატია, მათგან 207-ის პოზიცია ცნობილია. თუ ორზე მეტი კანდიდატი მოიპოვებს 100-ზე მეტი კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერას, ყველაზე მცირე რაოდენობის მქონე გავარდება და ორ კანდიდატს შორის პარტიის ლიდერი ფარული კენჭისყრით აირჩევა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა 45-დღიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობა დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთში წელს უკვე მეორედ, კონსერვატიული პარტიის დეპუტატები პარტიის თავმჯდომარესა და ქვეყნის პრემიერმინისტრს აირჩევენ. 

ოფიციალური ინფორმაციით, კენჭისყრა 28 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება.

კომენტარები