ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილი: ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას, ძალიან გახარებული ვარ

მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება. ვნერვიულობდი, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე ჩემს ცხოვრებაში, მითუმეტეს, როდესაც იყო ჩემი ხმა გაშვებული სატელევიზიო სივრცეში ძალიან არასწორად, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე, ეს შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო - ასე რომ ვთქვათ. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა.

ასე გამოეხმაურა ნიკოლოზ ბასილაშვილი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებას მისი ხუთივე ეპიზოდში გამართლების შესახებ.

კომენტარები