შსს

შსს: ინსპექტორი პირს მართვის მოწმობის აღდგენას დაპირდა, მას მოტყუებით 2 000 ლარი გამოართვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. შსს-ს ცნობით, 1970 წელს დაბადებულ მ.შ-ს ბრალად თაღლითობა ედება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მ.შ.-მ მოქალაქეს მოტყუებით, ჩამორთმეული მართვის
უფლების თითქოსდა აღდგენის სანაცვლოდ გამოართვა 2000 ლარი" - აცხადებს შსს.

კომენტარები